თურქეთის საელჩოში კავკასიის მუსიკალური დაჯილდოვება „ფენიქსი“ გაიმართა
თურქეთის საელჩოში კავკასიის მუსიკალური დაჯილდოვება „ფენიქსი“ გაიმართა. ღონისძიებაზე თურქ მომღერალს ნიაზი კოი უნჯუს საუკეთესო სიმღერის ავტორის ტიტული მიენიჭა, ასევე ჯილდო საუკეთესო მომღერლის სტატუსით გადაეცა აიდოღან თოფალს. მომღერლებმა პანდემიიდან გამომდინარე ჯილდოს მისაღებად საქართველოში ჩამოსვლა, წინა წლებში ვერ შეძლეს ამიტომ დაჯილდოვების ცერემონია ხელმეორედ წელს გაიმართა. გამარჯვებულებს ჯილდო თურქეთის ელჩმა საზეიმო ვითარებაში გადასცა.