ღია კარის დღე სენაკის სამხედრო ბაზაზე
სენაკში, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის ღია კარი დღე გაიმართა. მოსწავლეებს მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭითანავამ უმასპინძლა და ჯარისკაცების ყოველ დღიური ცხოვრების რეჟიმი ადგილზე გააცნო. მოსწავლეებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრები ბაზის ტერიტორიაზე ახალ მუზეუმსაც ესტუმრნენ, სადაც ბრიგადის დაგეგმარების მაკეტს და ისტორიას გაეცნენ, ასევე გმირების თავდადების შესახებ ისტორიები მოისმინეს.
