დასაქმების ფორუმი ქუთაისში
ქუთაისმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა გქონდათ უშუალოდ დამსაქმებლებისგან მიეღოთ ინფორმაცია მათთვის სასურველი ვაკანსიის შესახებ. ფორუმი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც 40-მდე კომპანი 500-მდე ვაკანსიით იყო წარმოდგენილი. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
