სოფლის მეურნეობის მინისტრი მარნეულში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია მარნეულში იმყოფებოდა. მინისტრი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, სამელიორაციო ობიექტებზე განხორცილებული და მიმდინარე სამუშაობის შედეგებს ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. „საქართველოს მელიორაციის” მიერ ჩატარებული მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების შედეგად, სოფელ შაუმიანში, 30-თ წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი სისტემა ამოქმედდა.