ომის 115-ე დღე
ომის 115-ე დღე. უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. რუსული ძალები აღმოსავლეთის მიმართულებით წინ წაწევას ვერ ახერხებენ, თუმცა კრემლის ლიდერი დარწმუნებულია, რომ ეგრეთ წოდებული სპეცოპერაციის ყველა ამოცანა ბოლომდე შესრულდება. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ არა მხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებს, არამედ ანექსირებულ ყირიმსაც დაიბრუნებს. უკრაინის მხარდასაჭერად კიევში კიდევ ერთხელ ჩავიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი. უკრაინას საჭირო შეიარაღების დროულად მიწოდებას პირდება გერმანიის კანცლერიც.
