მილიონობით რუბლი ხოშტარიას ანგარიშზე
ელენე ხოშტარიას ოჯახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთიდან, მილიონობით რუბლი ერიცხებათ. ამის შესახებ გოგი ხოშტარიამ პალიტრა ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ფულთან მის შვილს არანაირი კავშირი არ აქვს და კიდევე ერთხელ განმარტა, რომ ეს თანხა მას როგორც სოლიკო ვირსალაძის სამართალ მემკვირდრეს ისე ეკუთვნის. გოგი ხოშტარიას განცხადებით, თანხა წელიწადში სამჯერ ერიცხებოდათ, თუმცა ქრონიკის ინფორმაციით უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ხოშტარიებმა ოთხჯერ მიიღეს ჯამში დაახლოებით 110 ათასი დოლარი და ორი მილიონ 500 ათასი რუბლი.
