მერკელის განცხადება
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მისმა გადადგომამ შესაძლოა გავლენა იქონია ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებაზე, უკრაინაში შეჭრილიყო. „შესაძლოა, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ხელი შეუწყო ჩემმა გადადგომამ, ისევე როგორც საფრანგეთში არჩევნებმა, ავღანეთიდან ჯარების გაყვანამ და მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობამ. აშკარა იყო, რომ მე აღარ ვიქნებოდი თანამდებობაზე. ამიტომ, გასული წლის განმავლობაში კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა“. აღნიშნა მერკელმა.
