ლუკაშენკოს განცხადება
ბერალუსის პრეზიდენტის მტკიცებით, მისი ქვეყანა უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს. ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსმა რუსეთის ჯარებს საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლება მისცა, თუმცა ბელარუსის არმიას საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და ეს მინსკისთვის არც პუტინს უთხოვია. ბელარუსის ლიდერი უკრაინას ქალაქების დაბომბვით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ძალები გომელის ოლქში მდებარე რუსულ ბაზაზე მიიტანენ იერიშს.
