შვედეთის პარლამენტის ვიცესპიკერის განცხადება
შვედეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევრო კავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიენიჭოს. „ ძალიან ცუდი იქნება, თუ საქართველოს ცალკე დავტოვებთ, რადგანაც ეს რუსეთისთვის დათმობას ნიშნავს. 2008 წელს ქართველები დაზარალდნენ ევრო კავშირის მიერ გამოვლენილი სისუსტის გამო. ნუ გააკეთებთ ამას ახლაც,“-წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შვედეთის პარლამენტის ვიცე სპიკერი.
