"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა"
ევრო კომისიამ პირველად ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევრო კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაჩენით, ევრო კავშირმა დაადასტურა პროგრესი, რომელიც, ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებში არსებობს. მინისტრის თქმით, საქართველო რეფორმების შესასრულებლად ევროკავშირთან მუშაობას განაგრძობს.
