სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება
განათლების მინისტრის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან სკოლებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, სამინისტრომ „საქართველოს ისტორიის“ სწავლების გაძლიერების კუთხით 2021 წლიდან აქტიური მუშაობა დაიწყო. გრიფირების პროცესი დაწყებულია. ისტორიკოსების თქმით, ცვლილება მნიშვნელოვანი და დროული იყო.
