ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ევროკომისიამ ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული გზამკვლევი შესთავაზა. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ევროპული პერსპექტივა, ჩვენი ქვეყნისთვის უახლოეს მომავალში კანდიდატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ევროკომისიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას აქვს თავისი ლოგიკური პოლიტიკური ახსნა. რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციებს, მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მზად არის სტატუსის მისაღებად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. დღეს მმართველი გუნდის ლიდერებისგან ევროკომისიამ მადლობაც მიიღო.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
