ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია
ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია. ვიძლევით რეკომენდაციას, ევროპული პერსპექტივა მიენიჭოს საქართველოს, წევრობის საკითხს კი პირობების შესრულების შემდეგ დავუბრუნდებით“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია იმ ღირებულებების წინ წასაწევად, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ამიტომ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რომ საქართველოს უნდა მიეცეს პერსპექტივა, რომ ის გახდება ევროკავშირის წევრი – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებაში.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
