განათლების მინისტრის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება
განათლების მინისტრის ინიციატივით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. როგორც განმარტავენ, ცვლილების მთავარი მიზანია, ახალგაზრდებმა საშუალო საფეხურზე ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად შეისწავლონ. ამ მხრივ აქტიური მუშაობა სამინისტრომ 2021 წლიდან დაიწყო. სპეციალისტების ჯგუფმა შეიმუშავა ისტორიის განახლებული სტანდარტი, რომლის თანახმად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში „საქართველოს ისტორია“ და „ისტორია“ ცალ-ცალკე საგნად შევიდა.
