„აქსის თაუერსი“ ოფიციალურად გაიხსნა
„აქსის თაუერსი“ ოფიციალურად გაიხსნა. შენობა ერთდროულად დეველოპმენტის ხუთ მხარეს: საცხოვრებელ, სასტუმრო, კომერციულ, საოფისე და გასართობ ფუნქციებს მოიცავს. მისი საერთო საინვესტიციო მოცულობა 150 - თ მლნ დოლარს აჭარბებს. „აქსის თაუერსის“ გახსნის ღონისძიებას პრემიერ მინისტრი დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხდა, რომ პროექტი თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით საქართველოში დეველოპმენტის, ქართული არქიტექტურისა და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ შეიძლება იქცეს. ცნობისთის „აქსის თაუერსი“ თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია „აქსისის“ ერთობლივი პროექტია.
