წინააღმდეგობის 114 -ე დღე
წინააღმდეგობის 114 -ე დღე. საოკუპაციო ძალები უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რაიონებს უტევენ, მძიმე ვითარებაა ლუგანსკის ოლქში. ინტენსიური შეტევების, საავიაციო და სარაკეტო იერიშების გამო, სევეროდონეცკიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვერ ხერხდება. სარაკეტო იერიშების სამიზნეში აღმოჩნდა ხარკოვი და ოდესაც. საბრძოლო მოქმედებების პარალელურად უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები.
