სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება
სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. შალვა პაპუაშვილი დღეს შვედეთის სამეფოს პრემიერ მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს შეხვდება. მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარე შვედ კოლეგას შეხვდა. მათ ქვეყანებს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმოიხილეს. შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე შეტანილ განაცხადზე ისაუბრა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე და ხაზი გაუსვეს კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის.
