„დაგვინახე ევროპა“- ეს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული აქციის მთავარი გზავნილი იყო
„დაგვინახე ევროპა“- ეს პრეზიდენტის ინიციატივით გამართული აქციის მთავარი გზავნილი იყო. სალომე ზურაბიშილმა აღნიშნა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, გამოვიდა ქუჩაში, რათა მსოფლიომ კიდევ ერთხელ დაინახოს ქართველი ხალხის ნება, და მისწრაფება ევროპისკენ. აქციაზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის მიერ პირადად მიწვეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
