რამდენიმე საათში ასოცირებული ტრიოს ქვეყნების განაცხადზე ევროკომისიის შეფასება გახდება ცნობილი
რამდენიმე საათში ასოცირებული ტრიოს ქვეყნების განაცხადზე ევროკომისიის შეფასება გახდება ცნობილი. ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიშით წინასწარ გაირკვევა, თუ რამდენად აკმაყოფილებენ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მოთხოვნებს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერთა საბჭო 23 -მ 24- ხ ივნისს ბრიუსელში დანიშნულ სამიტზე მიიღებს. უკვე დაიგეგმა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის და ევროკომისარ ვარჰელის პრესკონფერენცია. ამ გადაწყვეტილების მოლოდინში ევროპის პოლიტიკური დედაქალაქი, დღეს კიდევ ერთხელ მოექცა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში
