პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა.
პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. ქალები მშვიდობისა და კონფლიქტების წინააღმდეგ - ეს დღევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტმა სხვადასხვა სფეროს ქალ წარმომადგენლებს მიმართა და ყურადღება გაამხვილა მათ როლზე კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პროცესში. ღონისძიების მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ქალებს. მსგავსი კონფერენცია საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანია თბილისში ახალი სადისკუსიო სივრცის შექმნა.
