ელენე ხოშტარიას ორმაგი სტანდარტი - რადიკალი პოლიტიკოსი სერიოზულ სკანდალში გაეხვა
ელენე ხოშტარია, მისი ოჯახის წევრის ანგარიშზე ჩარიცხული რუსული ფულის წარმომავლობასა და მიზნობრიობაზე დასმულ კითხვას გაექცა. "ქრონიკის" კითხვებისთვის რომ არ ეპასუხა, დღეს ბრიფინგიც მალევე შეწყვიტა. თავად პრესკონფერენცია კი, ბორჯომის თემას მიუძღვნა და რუსულ რუბლებზე არაფერი უთქვამს. ცნობისთვის, ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე , თანხები მოსკოვის დიდი თეატრიდან და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან არის ჩარიცხული.
