ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენცია
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით, ქალთა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, საინფორმაციო კამპანია „შენი სიცოცხლე შენს ხელშია“ მიმდინარეობს. კამპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ქალებში კიბოს დროულ გამოვლენასა და დიაგნოსტიკას, პრევენციულ ღონისძიებებს და მკურნალობის დროულ დაწყებას.
