სსფ-ის ახალი პროგრამა საქართველოსთვის
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი, 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა. ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი ე.წ.ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ათვისებული იქნება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დაზღვევის მექანიზმს წარმოადგენს.
