კვლევა: კანაფის ზეთი პანკრეასის კიბოთი დაავადებულებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock
პანკრეასის სიმსივნის მკურნალობის პროცესში, ქიმიოთერაპიასთან ერთად, კანაფის ზეთის, კანაბიდოილის (CBD) გამოყენება ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. ამის შესახებ ახალი კვლევა სამეცნიერო ჟურნალმა Oncogene-მ გამოაქვეყნა.
კვლევის მიხედვით, ამ ორი მეთოდის შეთანხმებულად გამოყენების შემთხვევაში, დაავადებულის სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-ჯერ იზრდება, ვიდრე იმათი, ვინც მხოლოდ ქიმიოთერაპიის კურსს გადის. კანაფის ზეთი კიბოს უჯრედების გამრავლებას აფერხებს.
ამავე კვლევის მიხედვით, ქიმიოთერაპიასთან ერთად, კანაფის ზეთის გამოყენება ამცირებს თერაპიის ისეთ გვერდით ეფექტს, როგორიცაა გულისრევა.
კვლევის ავტორები თქმით, თაგვებზე ჩატარებული კვლევის წარმატებული შედეგი ადამიანების შემთხვევაშიც მსგავსი იქნება.





