იაპონიამ მარსის თანამგზავრებისკენ მისია გაუშვა
ტექნოლოგიები

ფოტო: JAXA
იაპონიამ მარსის თანამგზავრებისკენ მისია წარმატებით გაუშვა. რაკეტა H3-ის სტარტი აპარატ MMX-ით, რომელმაც მარსის თანამგზავრი ფობოსი უნდა გამოიკვლიოს და მისი გრუნტის ნიმუშები აიღოს, კუნძულ ტანეგაშიმას კოსმოდრომიდან შედგა.
ხუთტონიანი აპარატი MMX (Martian Moons Exploration - „მარსის თანამგზავრების გამოკვლევა“) დედამიწაზე 2031 წელს უნდა დაბრუნდეს. ფობოსის ორბიტამდე ფრენას და უკან დაბრუნებას თითო წელი დასჭირდება.
აპარატი ორბიტაზე სამ წელს გაატარებს და ფობოსსა და დეიმოსს - მარსის მეორე თანამგზავრს გამოიკვლევს. ამის შემდეგ იგეგმება ფობოსზე დაჯდომა: ჯერ პატარა, ოთხბორბლიანი მარსმავალის, ხოლო შემდეგ თავად MMX-ის.
პროექტი 578 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მასში მონაწილეობენ იაპონია, აშშ, საფრანგეთი, გერმანია და ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA).
სსრკ-მა და რუსეთმა სამჯერ სცადეს ფობოსზე მისიის გაგზავნა ზედაპირზე დაჯდომით. მარსის თანამგზავრამდე მიღწევა და დედამიწისთვის ფოტოების გადმოცემა მხოლოდ აპარატ „ფობოს-2“-მა შეძლო 1989 წელს. თუმცა ზედაპირზე დაჯდომა ვერცერთმა ვერ მოახერხა.





