NBC News: Apple-მა დაადასტურა, რომ ტექნიკურმა პრობლემებმა მისი რამდენიმე სერვისის მუშაობა შეაფერხა
ტექნოლოგიები

GettyImages
სამშაბათს Apple-მა დაადასტურა, რომ ტექნიკურმა პრობლემებმა მისი რამდენიმე სერვისის მუშაობა შეაფერხა. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
აღმოსავლეთის დროით 14:00 საათის მდგომარეობით, Apple-ის სისტემის სტატუსის გვერდი აჩვენებდა, რომ შეფერხებები ფიქსირდებოდა ისეთ სერვისებში, როგორებიცაა Apple Business, Apple School Manager, AppleCare, iCloud Mail და Web Apps, ასევე SchoolWork. ადრეული მონაცემებით, პრობლემები შეეხო App Store-სა და Apple Music-საც.
„ჩვენი სისტემების უმეტესი ნაწილი უკვე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს მას შემდეგ, რაც დილით მომხდარმა შიდა განახლებამ გარკვეული შეფერხებები გამოიწვია“, - განუცხადა NBC News-ს Apple-ის წარმომადგენელმა. „ვმუშაობთ იმისათვის, რომ დარჩენილი სისტემებიც რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს“.
ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში მდებარე Apple Store-ების თანამშრომლებმა დღის პირველ ნახევარში NBC News-ს განუცხადეს, რომ მათი შიდა პროგრამული უზრუნველყოფა გაითიშა, რის გამოც ვერ ახერხებდნენ შესყიდვების დასრულებას ან ვიზიტებზე ჩაწერას.





