SpaceX-მა Starship-ი სასტარტო კოშკურაზე პირველად დააბრუნა
ტექნოლოგიები

ფოტო: SpaceX
SpaceX-მა ისტორიაში პირველად დააბრუნა კოსმოსური ხომალდი Starship - ორბიტალური ფრენის შემდეგ ის დედამიწის თავზე, სამხრეთ ტეხასში მდებარე Mechazilla-ს სასტარტო კოშკურის მექანიკური მანიპულატორების გამოყენებით დაიჭირეს.
Starship-მა 13 ნოემბერს ტეხასში მდებარე SpaceX-ის ბაზიდან აიღო სტარტი და ორბიტაზე Starlink-ის 26 თანამგზავრი გაიყვანა. ხომალდმა კოსმოსში 22 საათი დაჰყო, რა დროშიც პლანეტას 14-ჯერ შემოუარა. ამის შემდეგ ტეხასის სასტარტო მოედნისკენ დაიწყო დაშვება, სადაც ის დედამიწის თავზე მექანიკურმა მანიპულატორებმა დაიჭირეს.
SpaceX-ის წარმომადგენლების თქმით, Starship-ის დაბრუნება ხომალდის სრულ მრავჯერადობას ადასტურებს, რაც მისი სწრაფი და იაფი ხელახალი გამოყენებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.





