ჩინეთმა მეცნიერებისთვის მობილური „ხელოვნური კუნძულის“ მშენებლობა დაიწყო
ტექნოლოგიები

ფოტო: Getty Images
ჩინეთმა ორკორპუსიანი პლატფორმის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მსოფლიოში პირველი მობილური ავტონომიური „ხელოვნური კუნძული“ გახდება. როგორც გამოცემა South China Morning Post იტყობინება, ის სამეცნიერო კვლევებისთვის იქნება განკუთვნილი.
მოსალოდნელია, რომ ავიამზიდის ზომის პლატფორმას ღია ოკეანეში განათავსებენ. ის დაახლოებით 11 კვანძის (20 კმ/სთ) სიჩქარით შეძლებს გადაადგილებას, წყალში ხელახალი დამუხტვის გარეშე ოთხ თვემდე გაძლევს, მასზე 238 ადამიანი და 6 ლაბორატორია განთავსდება.
ჩვეულებრივ სამეცნიერო გემებს ღრმაწყლოვანი და შორეული ექსპედიციების დროს შტორმისა და მაღალი ტალღების პირობებში ადგილის შენარჩუნება უჭირთ. „ხელოვნური კუნძულის“ მშენებლობა მეცნიერებს ამ პრობლემისგან იხსნის. მშენებლობა 2030 წლის ივნისისთვის უნდა დასრულდეს. კონტრაქტის მიხედვით, პროექტის ღირებულებამ 405 მილიონი დოლარია.





