„ჰაბლმა“ შესაძლო ვარსკვლავის სიკვდილის შემდეგ წარმოქმნილი პლანეტის ნიშნებს მიაგნო
ტექნოლოგიები

ფოტო: ილუსტრაცია
ასტრონომებმა თეთრ ჯუჯა HS0209+0832-სთან სავარაუდო პლანეტის ნიშნები აღმოაჩინეს, რომელიც, შესაძლოა, მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ვარსკვლავმა თავისი ამჟამინდელ მდგომარეობა მიიღო. „ჰაბლის“ არქივების ანალიზის შედეგების შესახებ NASA იუწყება.
ტელესკოპი ამ ობიექტს პირველად 1999 წელს დააკვირდა, თუმცა მისი სპექტრის ზოგიერთი თავისებურების ახსნა მაშინ ვერ მოხერხდა. ახლა მკვლევრებმა მონაცემები ქიმიური ელემენტების განახლებულ ბაზას შეადარეს და ნიობიუმის უჩვეულოდ მაღალი შემცველობა აღმოაჩინეს.
მათი ვერსიით, პლანეტა იმ გაზისა და მტვრისგან წარმოიქმნა, რომლებიც ვარსკვლავმა თეთრ ჯუჯად გარდაქმნამდე ამოაფრქვია. როგორც წესი, პლანეტები ბევრად უფრო ადრე, თავიანთ ვარსკვლავთან ერთდროულად იქმნებიან.
ტელესკოპ TESS-ის დაკვირვებებმა გამოავლინა სიკაშკაშის პერიოდული ცვლილებები, რაც შეესაბამება თეთრი ჯუჯისგან დაახლოებით 6 მილიონ კილომეტრში პლანეტის არსებობას. სავარაუდოდ, ობიექტი იუპიტერის ზომისაა და გამოსხივების ზემოქმედებით ატმოსფეროს კარგავს.
პლანეტის არსებობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის. მეცნიერები „ჰაბლის“ მეშვეობით დამატებითი დაკვირვებების ჩატარებას გეგმავენ.





