21 ნოემბერი 2019, 14:41
ნატო კოსმოსში ოპერატიულ საქმიანობას იწყებს
ტექნოლოგიები

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
კოსმოსი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოქმედების ახალი სივრცე ხდება. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საომარი მოქმედებებისთვის ათვისებულ ჰაერს, ხმელეთს, ზღვას და კიბერსივრცეს, ამიერიდან კოსმოსიც დაემატება.
ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, კოსმოსის გამოყენება შეიძლება, როგორც მშვიდობიანი, ისე აგრესიული მიზნებისთვისაც. ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს და ამ სივრცეს მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის აითვისებს.





