Instagram-ი დიეტების შესახებ რეკლამებს მოზარდებისთვის შეზღუდავს
ტექნოლოგიები

ფოტო: shutterstock.com
Instagram-მა გამოაცხადა, რომ გაამკაცრებს ზომებს ისეთ პოსტებთან დაკავშირებით, რომლებიც წონაში დასაკლებ პროდუქციას და ესთეტიკურ ქირურგიას შეეხება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სოციალური ქსელის განცხადებით ამ თემების შესახებ გარკვეული პოსტები 18 წლამდე მომხმარებლისთვის დამალული იქნება, ხოლო გასახდომი "საოცარი" საშუალებების შესახებ რეკლამები წაიშლება.
როგორც BBC წერს, იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გასახდომმა პროდუქტებმა ახალგაზრდებზე.
Instagram-ი ამის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში არარეალურ "დაიკელი წონაში სწრაფად" სახისა და ესთეტიკური ქირურგიის შესახებ რეკლამებიდან გარკვეული პოსტების ნახვა ახალგაზრდებს შეეზღუდებათ. ასეთივე კონტროლი მოხდება Facebook-ზეც, რომელიც Instagram-ის მფლობელია.





