პრინცმა უილიამმა იორდანიაში ფოტო იმ ადგილას გადაიღო, სადაც ბავშვობაში ქეით მიდლტონმა
ტაბლოიდი

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
ფოტო: facebook
კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იორდანიას ესტუმრა. სამეფო ოჯახის წევრი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის მთავრობის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდება. ამის შესახებ ჟურნალი OK წერს.
თუმცა, მედიის ყურადღება, ოფიციალური ნაწილის გარდა, ერთმა გარემოებამ მიიქცია.უილიამი სწორედ იმ ადგილას მივიდა სადაც კემბრიჯის ჰერცოგინია თამაშობდა, როცა ბავშვობაში აქ ცხოვრობდა. ფოტოზე ქეითსა და მის და პიპასთან ერთად, მამა მაიკლ მიდლტონიც ფიგურირებს.
ფოტოებზე ჩანს, რომ უილიამს მეუღლის ოჯახური ფოტოს წამოღებაც არ დავიწყებია და თავადაც იპოზიორა ზუსტად იმ ადგილას, სადაც პატარა ქეითი ერთობოდა.






