ამერიკელ ჩერლიდერს თანაგუნდელებმა ქალწულობის გამო დასცინეს
ტაბლოიდი

კრისტენ ენნ უერი
ფოტო: instagram
ამერიკული ფეხბურთის გუნდის "მაიამი დელფინების" ყოფილმა ჩერლიდერმა გუნდის მიმართ ოფიციალური საჩივარი შეიტანა. 27 წლის კრისტენ ენნ უერის თქმით, გუნდის წევრები მათ რელიგიური რწმენისა და ქალიშვილობის გამო დასცინოდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
უერი ჰყვება, რომ 2016 წელს, მოცეკვავეების ჯგუფი დატოვა მას შემდეგ, რაც გუნდმა მისი სექსუალური ცხოვრება სალაპარაკო თემად აქციეს.
"მე არ ვარ ფეხბურთის გუნდის წინააღმდეგი, უბრალოდ მინდა რომ ჩერლიდერებისთვის უკეთესი სამუშაო გარემო შეიქმნას", - აცხადებს უერი.
27 წლის ყოფილი ჩერლიდელი ჰყვება, რომ ყველაფერი იმის შემდეგ დაიწყო, რაც 2015 წელს ერთ-ერთი თამაში შემდეგ მოცეკვავეებმა თავიანთი "სექსუალური სიმღერების პლეილისტის" გაზიარება დაიწყეს, უერმა კი თქვა, რომ მას ის არ აქვს, რადგან ჯერ კიდევ ქალიშვილია.





