პრინცმა ჰარიმ ინგლისიდან იაპონიაში ეკონომ კლასით იფრინა
ტაბლოიდი

პრინცი ჰარი
ფოტო: Twitter
პრინცმა ჰარიმ ინგლისიდან იაპონიაში ჩვეულებრივი სამგზავრო თვითმფრინავით, ეკონომ-კლასით იფრინა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
იაპონიაში სასექსის ჰერცოგი რაგბის მსოფლიო თასის ფინალს დაესწრო. თვითმფრინავის სალონში გადაღებული ჰარის ფოტო ერთ-ერთმა მგზავრმა გამოაქვეყნა, რომელიც ასევე ავიაკომპანია Nippon Airways-ის რეისით ლონდონიდან ტოკიოში მიფრინავდა.

აგვისტოში ჰარიმ და მისმა მეუღლე მეგან მარკლმა საფრანგეთსა და ესპანეთში მოგზაურობისთვის კერძო თვითმფრინავები რამდენჯერმე გამოიყენეს. ამან ბრიტანული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან კერძო რეისების შესრულებისას ჰაერში გაცილებით მეტი მავნე გაზი გამოიყოფა, ჰარი და მეგანი კი ხშირად უსვამენ ხაზს გარემოს დაცვის აუცილებლობას. მოგვიანებით წყვილი ცნობილმა მომღერალმა ელტონ ჯონმა დაიცვა.





