03 ივლისი 2019, 21:48
დავით კაპიტანოვი
ვეტერანი ფეხბურთელი ვესლი სნეიდერი სკანდალში გაეხვია
სპორტი

ვესლი სნეიდერი
ფოტო: 6 News
გაზიარება
ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ვესლი სნეიდერი სერიოზულ სკანდალში გაეხვია. ამის შესახებ The Sun-ი წერს.
„ინტერისა“ და „რეალის“ ყოფილი ნახევარმცველი როტერდამის პოლიციამ ვანდალიზმის ბრალდებით დააკავა, თუმცა მოგვიანებით, კომპენსაციის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.
როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, მათ ვიდეომასალა აქვთ, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ წევს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სნეიდერი ერთ-ერთი მანქანის სახურავზე და შემდეგ მასზე ცეკვას ცდილობს.
ფეხბურთელი და მისი აგენტი მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.





