მეუფე იოანე სუროგაციაზე: ეს დაუშვებელია, ბუნების საწინააღმდეგოა - დედა ელოდება შვილს სიყვარულით. მას კი უნდა, რომ მალე მოიშოროს და ახალი დაიწყოს. ამიტომ ჩვენ ბავშვის უფლებიდან გამოვდივართ
საზოგადოება

მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი)
ფოტო: Facebook
წარმოიდგინეთ, სუროგატი დედის წიაღში ბავშვს ჰგონია, რომ ის დედაა, ის კი დედა არ არის, - განუცხადა ჟურნალისტებს სუროგაციის თემაზე ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი).
მისივე თქმით, სუროგაციის აკრძალვით ისინი ბავშვის უფლებებიდან გამოდიან.
„ეს დაუშვებელია, ბუნების საწინააღმდეგოა! იცით, რატომ? - ბავშვი დედის წიაღში რომ იზრდება, დედის ხმა ესმის, გულისცემა ესმის, მისი ხასიათი, განწყობა - ყველაფერი; მისით იკვებება. წარმოიდგინეთ, სუროგატი დედის წიაღში მას ჰგონია, რომ ის დედაა, ის კი დედა არ არის. დედა ელოდება შვილს სიყვარულით. მას კი უნდა, რომ მალე მოიშოროს და ახალი დაიწყოს. ამიტომ ჩვენ ბავშვის უფლებიდან გამოვდივართ“, - განაცხადა მიტროპოლიტმა იოანემ.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.





