ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორი ფონიჭალის ტრაგედიის დროს დაშავებულებზე: ორივე პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია
საზოგადოება

კახაბერ ჭელიძე
ფოტო: IMEDI/ ვიდეოკადრი
ორივე პაციენტი ამჟამად კლინიკაში იმყოფება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულიად დამაკმაყოფილებელია, - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა კახაბერ ჭელიძემ ფონიჭალის ტრაგედიის დროს დაშავებულებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი.
„დღეს დაგეგმილია განმეორებითი კვლევები, რის შემდეგაც გადაწყდება მათი ბინაზე გაწერის საკითხი“, - აღნიშნა კახაბერ ჭელიძემ.
დაზიანებულ კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებულ 28 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს შეუძენს.
19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.
მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.





