ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა მესამე ცხედარი ამოასვენეს
საზოგადოება

ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ქალის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაცია მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაუდასტურა.
ამ დროისთვის ნანგრძევებიდან ამოსვენებულია სამი ცხედარი - ორი ქალისა და ერთი ბავშვის.
ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანი რჩება.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.





