ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზარალებული მოქალაქე: სწრაფი რეაგირება მოჰყვა ამ სიტუაციას შესაბამისი უწყების მიერ. ყველა ოჯახი დაკმაყოფილებულია თავშესაფრით, სასტუმროთი
საზოგადოება

ვიდეო/კადრი
სწრაფი რეაგირება მოჰყვა ამ სიტუაციას შესაბამისი უწყების მიერ. ყველა ოჯახი დაკმაყოფილებულია თავშესაფრით, სასტუმროთი, - განაცხადა ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
დაზარალებულები ამბობენ, რომ მერიამ დროულად მოახდინა რეაგირება.
„მიუხედავად იმისა, რომ გვყავს ახლობლები და ისინიც გვიშვებდნენ [ბინაში], მაგრამ არ ვიცი, რამდენ ხანს გავჩერდებით სხვის ოჯახში. ამიტომ ვარჩიეთ, რომ სასტუმროში ვყოფილიყავით გადანაწილებული“, - განაცხადა კიდევ ერთმა დაზარალებულმა მოქალაქემ.
თბილისის მერია ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მცხოვრებ 28 ოჯახს სასტუმროებში გადაიყვანს.
მაშველები შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებს განაგრძობენ. ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან მაშველებმა არასრულწლოვანი გოგონა ცოცხალი გამოიყვანეს.
ნანგრევებში კიდევ 6 ადამიანი რჩება.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.





