19 ნოემბერი 2026, 17:06
საქსტატი: 2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო დასაქმების დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა და 47.6 პროცენტს გაუტოლდა
საზოგადოება

საქსტატი
გაზიარება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურმა დღეს სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
2026 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო დასაქმების დონე 0.3 პროცენტით გაიზარდა და 47.6 პროცენტს გაუტოლდა.
ასევე დღესვე გამოქვეყნდა იანვარ-ოქტომბრის ექსპორტის მონაცემები. საანგარიშო პერიოდში 57.2 პროცენტით გაიზარდა ადგილობრივი ექსპორტი და 4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.





