14 ნოემბერი 2026, 18:04
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საზოგადოება

ფოტო: თბილისის მერია/არქივი
გაზიარება
15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს ჩაატარებს, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნული სამუშაოების წარმოებისთვის მითითებულ პერიოდში ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სავალი ნაწილი სრულად ჩაიკეტება.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ობიექტი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - ნათქვამია ინფორმაციაში.





