14 ნოემბერი 2026, 17:46
პროექტი „არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში“ შემაჯამებელი ეროვნული ფორუმით დასრულდა
საზოგადოება

ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
პროექტი „არაფორმალური განათლების ქსელი საქართველოში“ შემაჯამებელი ეროვნული ფორუმით დასრულდა.
ფინალურ ღონისძიებაზე 10 მუნიციპალიტეტის 25 კლუბის წევრებმა უკვე შესრულებული ინიციატივები და შედეგები შეაჯამეს.
პროექტი, რომელმაც 500-მდე ახალგაზრდა გააერთიანა, ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერითა და დებატებისა და განათლების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით განხორციელდა.
ფორუმის დასასრულს წარმატებული კლუბები და მათი ლიდერები დაჯილდოვდნენ.





