თბილისის მერია: მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საზოგადოება

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საგზაო-სარემონტო სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტი 15 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, მთაწმინდის რაიონში საგზაო-სარემონტო სამუშაოებს ჩაატარებს.
სამუშაოების შესასრულებლად მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ყოფილ რესტორან „არაგვის“ მიმდებარედ, იუსტიციის სახლის მიმართულებით გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
მოძრაობის ალტერნატიული მარშრუტი:
• გზის შეზღუდვა იგეგმება ე.წ. ჩანჩქერთან (არმისული თამარ მეფის ხიდამდე).
• საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტით - თამარ მეფის პანდუსის გავლით.
სამუშაოების არეალი სრულად იქნება აღჭურვილი შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.
თბილისის მერია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





