ნუნუ დუღაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართა
საზოგადოება

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ნუნუ დუღაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში გაიმართა. კომპოზიტორს მახათას საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. სამძიმარზე პრემიერი და მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ.
ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში მუსიკალური გაფორმების განყოფილების ხელმძღვანელად. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით პოპულარულია სიმღერები: „კახეთო“, „ქუთაისო“, „იმერეთის ნიავო“, "ღმერთი სიყვარულისა" „სამშობლო“, „თბილისო სიყვარულო“. ნუნუ დუღაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენოსანი იყო, 2012 წელს მისი ვარსკვლავი დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა.





