დევნილთა განსახლების პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საზოგადოება

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახლახან ერთ-ერთი საკვანძო გადაწყვეტილება დააანონსა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხებათ.
2012 წლის შემდეგ დევნილების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა. ამოქმედდა უამრავი პროგრამა, აშენდა საცხოვრებელი კომპლექსები და ხვალიდან კიდევ ერთი პროექტი იწყება, რომლის მიხედვითაც დევნილ ოჯახებს, სურვილის შემთხვევაში, ბინის ნაცვლად, ფულადი კომპენსაციის მიღება შეეძლებათ - ოჯახის თითოეულ წევრზე 10 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაშიც, თუ ოჯახმა საცხოვრებელი ფართი საკუთარი სახსრებით უკვე შეიძინა.
დევნილთა განსახლების პოლიტიკაზე მარიამ ოშხნელი გიამბობთ.





