შალვა ნიქაბაძე: არაერთხელ იხსნა ჩვენმა პოლიციამ არეულობისგან ქვეყანა. აბსოლუტურად სწორ კურსზე დგას ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მაინც ლანძღვის კორიანტელი მოდის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან. ეს ანგრევს ნდობას
საზოგადოება

შალვა ნიქაბაძე
ფოტო: იმედი/კადრი
ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენს თანამდებობის პირებსა და ჩვენს პოლიციელებზე ლაპარაკობს. ირღვევა სამართლიანობის პრინციპი. ეს არის პირდაპირ ორმაგი სტანდარტი. თუ შეიძლება შენთვის, უნდა შეიძლებოდეს ჩემთვისაც, - განაცხადა აკადემიკოსმა, საერთაშორისო იურიდიული ჰაბის მმართველმა შალვა ნიქაბაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“.
წამყვანმა ჰკითხა, როგორ აფასებს სამართლებრივად იმას, რომ საფრანგეთის ქუჩებში არასრულწლოვანთა მიმართ ძალა გამოიყენეს.
„არასრულწლოვანს ჯერ კიდევ ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა აქვს და ადვილად შეიძლება პროვოკაციაზე მისი წამოგება, რაც პირდაპირ დავინახეთ საფრანგეთის მაგალითზე. როდესაც არასრულწლოვანების მშვიდობიანი მსვლელობა მიმდინარეობდა, გამოიყენეს სპეცდანიშნულების რაზმი, წყლის ჭავლი, რამაც ახალგაზრდებში არეულობა გამოიწვია და მოხდა შეტაკება. რომ არა პოლიციის ეს ქმედება, აბსოლუტურად მშვიდობიანად ჩაივლიდა ის მიტინგი.
თავიანთი ჩადენილი დანაშაული არაფერია, ჩვენი პოლიციელების კანონიერი საქციელი იწვევს ქვეყნის გალანძღვას, სანქციების დაწესებას, პერსონალურ სანქციებსაც კი. ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენს თანამდებობის პირებსა და ჩვენს პოლიციელებზე ლაპარაკობს. ირღვევა სამართლიანობის პრინციპი. ეს არის პირდაპირ ორმაგი სტანდარტი. თუ შეიძლება შენთვის, უნდა შეიძლებოდეს ჩემთვისაც. არაერთხელ იხსნა ჩვენმა პოლიციამ არეულობისგან ქვეყანა. აბსოლუტურად სწორ კურსზე დგას ქვეყანა. მიუხედავად ამისა, მაინც ლანძღვის კორიანტელი მოდის ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან. ეს ანგრევს ნდობას“, - აღნიშნა ნიქაბაძემ.





