ვახტანგ ჟვანია: თანამედროვე რეალობის განუყოფელი ნაწილია როგორც ხელოვნური ინტელექტი, ისე თანამედროვე ტექნოლოგიები, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყეთ ამაზე ფიქრი, ძალიან მალე საზოგადოებას შევთავაზებთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ჩვენს სატელეფონო ცენტრის საქმიანობაში
საზოგადოება

ვახტანგ ჟვანია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
თანამედროვე რეალობის განუყოფელი ნაწილია როგორც ხელოვნური ინტელექტი, ისე თანამედროვე ტექნოლოგიები, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყეთ ამაზე ფიქრი, ძალიან მალე საზოგადოებას შევთავაზებთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ჩვენს სატელეფონო ცენტრის საქმიანობაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იუსტიციის სახელის თავმჯდომარემ ვახტანგ ჟვანიამ.
მისივე თქმით, იუსტიციის სახლს გააჩნია 24 საათიანი სატელეფონო ცენტრი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სატელეფონო ცენტრი.
„პირველ ეტაპზე ხელოვნურ ინტელექტს გამოვიყენებთ ჩათის ნაწილში. მიმოწერის ნაწილში ხელოვნური ინტელექტი იქნება ის, რომელიც პირველად პასუხს გასცემს მოქალაქეს. განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ჩვენს ხელოვნურ ინტელექტს არ ექნება შესაძლებლობა, რომ პერსონალურ ინფორმაციაზე ჰქონდეს წვდომა, ამიტომ ზოგად წესებს, იმ დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ სერვისის მისაღებად, ამ ინფორმაციას მიიღებთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ხოლო კონკრეტულ განაცხადს ოპერატორი მიიღებს და ის მიაწვდის ინფორმაციას.
ჩვენ ასევე ვაპირებთ თვითმომსახურების სივრცეების განვითარებას იუსტიციის სახლებში. ეს არის ის სივრცე, სადაც მოქალაქეს თვითონ შეუძლია განაცხადი გააკეთოს დაუხმარებლად და აქ უკვე რობოტების გამოყენება გვაქვს დაგეგმილი, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამას უბრალოდ არ აქვს ის დატვირთვა, რომ იუსტიციის სახლმა თანამედროვე ტექნოლოგია შემოიტანა, ეს განტვირთავს იუსტიციის სახლის ოპერატორს და ის მარტივი სერვისები, რომელიც მარტივად შეიძლება მიიღოს მოქალაქემ და მას ამის შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა ვახტანგ ჟვანიამ
იუსტიციის სახელის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და განიხილა დაგეგმილი პროექტები.





