ვახტანგ ჟვანია: 2025 წელს 6 მილიონამდე ადამიანს მოვემსახურეთ, 2026 წელი კიდევ უფრო მეტად იქნება დატვირთული იუსტიციის სახლისთვის
საზოგადოება

ვახტანგ ჟვანია
ფოტო: Imedi/ვიდეოკადრი
ვახტანგ ჟვანიამ „დღის ქრონიკაში“ მიმდინარე წელს იუსტიციის სახლის მუშაობა შეაჯამა. იუსტიციის სახლის თავმჯდომარის თქმით, 2026 წელი განსაკუთრებით გამორჩეულია იუსტიციის სახლისთვის, რადგან მისი განვითარების პროცესი გრძელდება.
ჟვანიამ ხაზი გაუსვა რამდენიმე პროექტის მიერ საერთაშორისო აღიარების მოპოვებას, რომელთა შორის მობილური იუსტიციის სახლი და მესტიის ქორწინების სახლი გამოყო. მისი თქმით, წელს რამდენიმე ახალი სახლი გაიხსნა, გაიზარდა სერვისების გაცემის არეალი და ამოქმედდა რამდენიმე ახალი პროექტი.
„2025 წელი იყო წელი, როდესაც 6 მილიონამდე ადამიანს გავუწიეთ მომსახურება, 2026 წლის განვლილი პერიოდი მეტყველებს იმაზე, რომ ეს წელი კიდევ უფრო მეტად დატვირთული იქნება იუსტიციის სახლისთვის“, - აღნიშნა მან.





