არჩილ გორდულაძე რადიკალებზე: ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები იყო, რომ ან არ იციან, ან არ ესმით, ან არ გაუგონიათ და ცდილობენ ამით ფონს გავიდნენ
სამართალი

არჩილ გორდულაძე
ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი
ჩვენ მიერ დასმულ კითხვებზე პასუხები იყო, რომ ან არ იციან, ან არ ესმით, ან არ გაუგონიათ და ცდილობენ ამით ფონს გავიდნენ, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულებულ მორიგ სხდომასა და რადიკალებთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება 1633-ს, ეს არის რეზოლუცია, ეს არის „ნაცების“ და მათთან დაკავშირებული ე.წ. პარტიების თავზე ჩამოკიდებული „დამოკლეს მახვილი“. კითხვის ნიშანს როდესაც ტოვებ, რომ შესაძლებელია ქართველ სამხედროებს ჩაედინათ ომის დანაშაული, ამ ყველაფერს რომ გაბედავ და იტყვი, ეს არის თურმე დიპლომატიური წარმატება, რაც ბატონმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, ეს კარგად აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს ზოგადად „ნაცმოძრაობას“ ქვეყანასთან, ქვეყნის ჯარისკაცებთან, ქვეყნის სუვერენიტეტთან მიმართებით. ასეთი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხზეც კი „გახარიას“[პარტია] რომ არ შეუძლია „ნაცმოძრაობის“ საპირისპირო განცხადება გააკეთოს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ერთი ხელიდან იმართებიან“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.





