პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
სამართალი

საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში ამანათით გამოგზავნილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 5 კილოგრამამდე ნარკოტიკულ საშუალება „მეფედრონის“ შემცველი ხსნარის მიღებას ცდილობდა, რომელიც 12 ცალ პოლიმერულ მასალის ბოთლში იყო მოთავსებული. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 3 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19- 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის მცდელობა), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 236-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარედგინა (ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეუფარდა.





